აშშ-ში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ჩინეთში ყოფნიდან 14 დღის განმავლობაში, შესვლა ეკრძალებათ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განკარგულებით, ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ჩინეთში ყოფნიდან 14 დღის განმავლობაში, შესვლა ეკრძალებათ.

ამის შესახებ აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოს “ფეისბუკ” გვერდზეა ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ჩინეთში იმყოფებოდნენ გარდა ჰონგკონგისა და მაკაოს, 14 დღის განმავლობაში აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ. თუ თქვენ ცხოვრობთ ჩინეთში, ან ცოტა ხნის წინ იმყოფებოდით იქ, ან გეგმავთ ჩინეთში ჩასვლას აშშ-ში გამგზავრებამდე, ჩვენი რეკომენდაციაა, ვიზის მისაღებად გასაუბრება 14 დღით გადადოთ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები