საქართველოს ელჩი ელ სალვადორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

სან სალვადორში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელ სალვადორის რესპუბლიკაში, ზურაბ ერისთავი, რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვიქტორ ლაგო პიზატის შეხვდა.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის – განათლების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში.

საუბარი ასევე სამთავრობო პოლიტიკის და რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტებს შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები