კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 475-ს შეადგენს, გარდაცვლილია 361 ადამიანი
ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 475 შეადგენს, მაშინ როდესაც 2 თებერვლის მდგომარეობით, ვირუსს 361 ადამიანი ემსხვერპლა.
დაავადებულთა რაოდენობა ჩინეთის 31 პროვინციაში, 17 205 ათასს შეადგენს, მათგან 2296 პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, 2829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჩინური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაავადებულთა რაოდენობა 148-მდეა გაზრდილი.
გუშინ ლეტალური შემთხვევა ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოვლინდა. ფილიპინებზე 44 წლის ჩინელი მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც ქვეყანაში უხანიდან ჩავიდა.