შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორგანიზაცია “MAC Georgia”-ს მხარდაჭერით ტრენინგი -„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები“ გაიმართა. სწავლებაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები და მართლწესრიგის ოფიცრები მონაწილეობდნენ.

კურსის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული ზოგადი საკითხების განხილვა და სამართალდამცველების მიერ მათთან შესაბამისი კომუნიკაციის დამყარების გზების დახვეწა იყო.

სწავლების განმავლობაში სხვადასხვა საკითხი განიხილეს: ინკლუზიური განათლება; კონკრეტული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დარღვევების თავისებურებები; ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევა; ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) და სხვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის სწავლებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები