დავით ჩიხელიძე: საქართველოს სარეიტინგო ქულა (DTF) 10 ინდიკატორიდან შემდეგ 6 ინდიკატორში გაუმჯობესდა

„საქართველოს სარეიტინგო ქულა (DTF) 10 ინდიკატორიდან შემდეგ 6 ინდიკატორში გაუმჯობესდა“, – ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, დავით ჩიხელიძემ განაცხადა.
​მისი თქმით, აღნიშნული ეკონომიკური ზრდა, მმართველი გუნდის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რასაც არაერთი საერთაშორისო კვლევა და რეიტინგი ადასტურებს.

„2019 წელს საქართველომ ეკონომიკის 5.2%-იანი ზრდა დააფიქსირა, ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დიდი და ეფექტური იქნებოდა, რომ არა ოპოზიციის დესტრუქციული ქმედება, რომელმაც მნიშვნელოვნად შეაფერხა ქვეყნის განვითარება.
​რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას და ეკონომიკურ ზრდას, კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ და ბიზნესმა ერთობლივი ძალისხმევით მოახერხა ბაზრების დივერსიფიცირება, რამაც ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის რეკორდული ზრდა განაპირობა, მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი გაიზარდა, შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდა სავაჭრო დეფიციტი.
​აღნიშნული ეკონომიკური ზრდა, მმართველი გუნდის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რასაც არაერთი საერთაშორისო კვლევა და რეიტინგი ადასტურებს.
​საქართველოს სარეიტინგო ქულა (DTF) 10 ინდიკატორიდან შემდეგ 6 ინდიკატორში გაუმჯობესდა:
ბიზნესის დაწყება – 99.6 ქულა, მშენებლობის ნებართვა – 81 ქულა, გადასახადების გადახდა – 89.2 ქულა, ელექტროენერგიის ქსელთან მიერთება – 84.42ქულა, ვაჭრობა საზღვრებს მიღმა – 90.1 ქულა, გადახდისუუნარობა – 56.2 ქულა.
​საქართველო ბიზნესგარემოს გამაუმჯობესებელ, წარმატებულ ქვეყანათა ტოპ ათეულშია.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი: საქართველო 2019 წელს მე-16 პოზიციაზეა 180 ქვეყანას შორის 75.9ქულით, 2012 წელს საქართველოს 34-ეპოზიციაზე იმყოფებოდა.

​საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ უფრო მაღალი და სწრაფი ტემპით გაიზარდოს ეკონომიკა, იმედს ვიტოვებთ, შემდეგ წლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს მნიშვნელოვნად გადავაჭარბებთ, ისევე როგორც ეს 2019 წელს მოხდა“, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები