საქართველოში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი შემცირდა

კომპანია „გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით, 2019 წელს საბალანსო ელექტროენერიის ფასი საქართველოში საშუალოდ, 1 კვტ.სთ-ზე 4.8 აშშ ცენტს შეადგენდა და 2018 წელთან შედარებით ის 5.0%-ით შემცირდა.

კომპანიის განმარტებით, საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ფასის კლება ესკოს მიერ ენგურის შედარებით იაფიანი ენერგიის შესყიდვით და შედეგად შემცირებული გასაყიდი ფასით აიხსნება.

„საბალანსო ელექტროენერგიის წილმა ჯამურ მიწოდებაში 21.4% შეადგინა, ხოლო დანარჩენი მოცულობის ვაჭრობა ორმხრივი კონტრაქტების გზით განხორციელდა“, – აღნიშნავს „გალტ ენდ თაგარტი“.

კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიით ვაჭრობაში საქართველოს ერთ-ერთ პარტნიორ თურქეთში ელექტროენერგიის საბაზრო ფასი 2019 წელს საშუალოდ კვტ.სთ-ზე 4.7 აშშ ცენტს შეადგენდა (-1.3% წ/წ).
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის საექსპორტო თვეებში მაისსა და ივნისში თურქეთში ფასი კიდევ უფრო დაბალი იყო და კვტ.სთ-ზე შესაბამისად 3.4 აშშ ცენტს და 4.1 აშშ ცენტს შეადგენდა. რამაც „გალტ ენდ თაგარტის“ განმატრებით, გარკვეულწილად განაპირობა კიდეც ექსპორტის შემცირებული მოცულობა თურქეთის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები