აშშ-ის კომერციული დეპარტამენტის სერთიფიცირებული სავაჭრო მისია საქართველოსა და აზერბაიჯანში შეხვედრებს გამართავს

ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭომ და აშშ – აზერბაიჯანის სავაჭრო პალატამ (USACC) აშშ – ის კომერციული დეპარტამენტის სერთიფიცირებული სავაჭრო მისიის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც 2020 წლის 5-10 აპრილს საქართველოსა და აზერბაიჯანში გაიმართება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და საქართველოს დესპანმა აშშ-ში გიორგი ციკოლიამ სტუმრებს საქართველოს პოტენციალი გააცნეს, რომელიც ამერიკულ კომპანიებს ხელსაყრელ საგადასახადო გარემოს და ევროკავშირში, თურქეთში, დსთ-სა და ჩინეთში თავისუფალ ვაჭრობაზე წვდომას სთავაზობს.
აზერბაიჯანის მხრიდან, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ანარ ქარიმოვმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ფართო ეკონომიკურ პოტენციალს.

ვაშნგტონში დაფუძნებული ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო და აშშ – აზერბაიჯანის სავაჭრო პალატა აშშ-ის კომერციულ დეპარტამენტთან ერთად რეგულარულად აწყობს ამერიკის სერთიფიცირებულ სავაჭრო მისიას საქართველოსა და აზერბაიჯანში დაინტერესებული ამერიკული კომპანიებისათვის. სავაჭრო მისიის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ კერძო ბიზნესის შესაძლებლობზე; გაეცნონ სამთავრობო პროექტებს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით; შეხვდნენ ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, ადგილობრივი, აშშ – სა და გლობალური კომპანიების ლიდერებს; მოიძიონ და გაეცნონ ახალ შესაძლო პარტნიორებს, მომხმარებლებს, სამთავრობო შესყიდვების წარმომადგენლებსა და აგენტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები