მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს აიკრძალოს ჩინეთის მოქალაქეების ჩამოფრენა საქართველოში
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
მან ხელისუფლებას მოუწოდა, რომ არც ერთი ჩინეთის მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვას.
“კორონა ვირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით…
გრძელდება ჩინეთიდან მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლა. საქართველოს ხელისუფლება უკიდურესად უპასუხისმგებლოდ იქცევა, ეს არაფერი არ იქნებოდა, რომ არ ეხებოდეს ჩვენს შვილებს, რომლებსაც შეიძლება ეს სასიკვდილო დაავადება შეხვდეთ და არიან რისკის ქვეშ.
დაუყოვნებლივ დღესვე, ხვალ დილიდანვე უნდა აიკრძალოს ჩინეთის მოქალაქეების ჩამოფრენა, შემოსვლა საქართველოში სახმელეთო-საზღვაო-საჰაერო საზღვრით. ეს არ არის რეკომენდაცია, თუ კიდევ სინდისი და საღი აზრი შერჩენია ბიძინა ივანიშვილს ეს უნდა გააკეთოს დაუყოვნებლივ.
ჩინეთის არც ერთი მოქალაქე საქართველოში ფეხს არ უნდა ადგამდეს, სანამ არის ეპიდემიის და მასობრივი გავრცელების საფრთხე, მათ შორის საქართველოშიც”, -აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში.