თენგიზ ცერცვაძე: ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინელ არასრულწლოვნებს A ტიპის გრიპი აღმოაჩნდათ
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის არასრულწლოვან მოქალაქეებს A ტიპის გრიპი აღმოაჩნდათ.
მისივე თქმით, დანარჩენი 7 ჩინეთის მოქალაქე სახლში აგრძელებს მკურნალობას.
“დანარჩენ 7 მოქალაქეს სიმპტომები არ აღენიშნებოდა და ისინი ბინაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.
შეგახსენებთ, ჩინეთის 9 მოქალაქე გუდაურიდან თბილისში დღეს ჩამოიყვანეს. მათგან ორს, არასრულწლოვან ტყუპებს, ტემპერატურის მომატება აღენიშნებოდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.