თენგიზ ცერცვაძე: თბილისში გადმოყვანილი ჩინეთის 9 მოქალაქიდან 2 არასრულწლოვანია
ჩინეთის 9 მოქალაქე, მათ შორის 2 არასრულწლოვანი, თბილისში გადმოიყვანეს. მათ ინფექციურ საავადმყოფოში კვლევები ჩაუტარდებათ.
როგორც ჟურნალისტებს, “ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის” გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, 9 მოქალაქიდან სამი ბავშვია. ორ ბავშვს, რომლებიც 6-7 წლისანი არიან ტემპერატურის მატება აღენიშნებათ,
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან” გვაცნობეს, რომ ყაზბეგში ჩინელების 9 კაციანი ჯგუფი შევიდა. როგორც ვიცი აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ. ჩინეთიდან 21 იანვარს არიან გამოსული. 9 მოქალაქიდან სამი ბავშვია. ორ ბავშვს, რომლებიც 6-7 წლისანი არიან ტემპერატურის მატება აღენიშნებათ. ამის გამო, არსებული რეკომენდაციებით ისინი ჩაითვალნენ საეჭვო შესაძლო ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პირებად. ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსდებიან, რომლებიც დანარჩენი გარემოსგან აბსოლუტურად იზოლირებულია, მათ სტანდარტული, პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები ჩაუტარდებათ, კლინიკური და ეპიდემოლოგიური გამოკითხვა, ასევე რენტგენოგრაფია, რათა დადგინდეს ფილტვების ანთება აქვთ თუ არა. უშუალოდ კორონავირუსის იდენტიფიცირება საქართველოში ვერ ხდება ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, მხოლოდ ამერიკაში, გერმანიაში და ჩინეთში ხდება. ავიღებთ 10-ზე მეტ გამომწვევ მიზეზებზე მასალას, მაგალითად A, B ტიპის გრიპი და ა.შ. გამორიცხვის მეთოდით თუ დადგინდა რომელიმე ერთი მათგანი ინფექციად ჩაითვლება, ხოლო თუ ვერცერთი გამომწვევი მიზეზი ვერ დადგინდა მაშინ პაციენტი საეჭვოდ დარჩება ახალი კორონავირუსის ინფექციაზე და შესაბამისი მენეჯმენტი ჩაუტარდება”, – განაცხადა ცერცვაძემ.