ჩინეთიდან ჩამოსული ქართველი მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოში, ე.წ. ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული

ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული 24 წლის მამაკაცი, რომელსაც მწვავე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ე.წ. ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, – ამის შესახებ ინფორმაციას, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს.

“მოგვმართა 24 წლის მამაკაცმა, ქართველმა, რომელიც მუშაობს ჩინეთში, ის აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა. მას ტემპერატურის მომატება ჰქონდა და მოთავსებულია “ბოქსირებულ განყოფილებაში”,” – განაცხადა ცერცვაძემ.

​შეგახსენებთ, რომ დღეს სამედიცინო დაწესებულებაში გუდაურიდან ჩინეთის 9 მოქალაქეც ვირუსის ნიშნებით გადმოიყვანეს, ვირუსის ტიპი ლაბორატორიული კვლევების შედეგად დაზუსტდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები