პაატა იმნაძე: ვინც ჩინეთი ორი კვირის მანძილზე დატოვა და ამის შემდეგ ხველა ან მაღალი ტემპერატურა განუვითარდა, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოს

“დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა, რომ ვინც ჩინეთი ორი კვირის მანძილზე დატოვა და მათ ამის შემდეგ ხველა და მაღალი ტემპერატურა განუვითარდა, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართონ.

“ვინც ჩინეთში იმოგზაურა, 2 კვირის მანძილზე დატოვა ეს ქვეყანა და ამის შემდეგ განუვითარდა ხველა და მაღალი ტემპერატურა, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე გასასვლელთან ჩინეთიდან მომავალ მგზავრებს ხვდებიან და დისტანციურად ხელის სკანერით სინჯავენ,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, ჩინეთში გავრცელებულ მომაკვდინებელ ახალ კორონავირუსს 2019-nCoV -ს, 170 ადამიანი ემსხვერპლა, 7 ათასზე მეტი დაავადებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები