ბათუმში ორი ჩინელი ტურისტი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება

ბათუმში ორი ჩინელი ტურისტი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მათ 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მწვავე რესპირატურული მდგომარეობა არ აღენიშნებათ. ამ ეტაპზე, მათ ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის  მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ამ დროისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს და ჩინელ ტურისტებზე დაკვირვება იქამდე გაგრძელდება სანამ, ისინი ბათუმს არ დატოვებენ.
,,მიმდინარეობს დაკვირვება ორ ჩინელ ტურისტზე, რომლებიც ბათუმში გუშინ შემოვიდნენ, მათ უტარდებათ ვირუსზე ყველა საჭირო გამოკვლევა, პასუხი ხვალისთვის გახდება ცნობილი, თუმცა აღვნიშნავ იმასაც, რომ არანაირი სხვა სიმპტომები მათ არ აღენიშნებათ, ისინი არიან ჯანმრთელები, თუმცა მონიტორინგი გაგრძელდება მანამ სანამ ორივე მათგანი ბათუმს დატოვებენ. ისინი არ არიან განთავსებულნი კლინიკაში, რადგან საფრთხეს არ წარმოადგენენ, თუმცა მათზე დაკვირვება გაგრძელდება. ტემპერატურა ერთჯერადად ჰქონდათ და დღეს მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა. ორჯერ მოხდა ჩვენს მიერ მათი შემოწმება, ასე რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს”,- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ორი ჩინელი მოგზაური ბათუმში გუშინ ჩამოვიდა, ისინი ქალაქ ვუნხანტან ახლო მდებარე ქალაქში ცხოვრობენ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები