ამირან გამყრელიძე: საქართველოში შემოსულ ორ ჩინელ მოგზაურს 37 გრადუსი აქვს სიცხე, მათ ექიმები აკვირდებიან

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთიდან შემოსულ ორ მოგზაურს მედიკოსები აკვირდებიან. მისი თქმით, მათ 37 გრადუსი აქვთ სიცხე, თუმცა იმ პროვინციიდან არ არიან, სადაც კორონა ვირუსის შემთხვევაა დაფიქსირებულია.

„მათ 37 გრადუსი აქვთ ტემპერატურა. ისინი არიან ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან, არა იმ პროვინციიდან, რომელშიც გავრცელებულია, თუმცა მასთან ახლომდებარე. ამიტომ მიმდინარეობს დაკვირვება. გუშინ ისინი ჩვენმა საგანგებო დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოინახულეს. დღეს დილას ანალიზები აუღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში დაიტესტება ყველა ტიპის კორონავირუსზე, რისი საშუალებაც გვაქვს და ასევე, სხვა რესპირატორულ ვირუსებზე, მაგრამ კლინიკურად გამოხატული არაფერი არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ეს პირები საქართველოში მოგზაურობის მიზნით იმყოფებიან.

​შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონა ვირუსის შესაძლო გავრცელების გამო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები