მამა ანდრია სარია: ილია მეორე ჩემთან შესახვედრად მზად არ არის

პატრიარქი ილია მეორე მზად არ არის, რომ შემხვდეს,- ამის შესახებ მამა ანდრია სარიამ განაცხადა. მისი თქმით, ეკლესიის შიგნით ერთპიროვნული მმართველობა გრძელდება.

“მამა მიქაელმა განაცხადა, რომ პატრიარქი მზად არ არის იმისათვის, რომ შემხვდეს. როგორც ჩანს ერთპიროვნული მმართველობა ეკლესიის შიგნით, ის რაც მთავარი დარღვევაა საეკლესიო სივრცეში დღემდე გრძელდება. პატრიარქისთვის ამ ყველაფრის პირადად თქმა მინდოდა. კათალიკოსი როგორც მზად არ არის სიმართლის მოსასმენად, ასევე მზად არ არის წესრიგისთვის. ის პირები, რომლებიც მართალს ეუბნებოდნენ ყველა მოიცილა და გაწირა”, – განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

ცნობისთვის, მამა ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული, რომელიც 20 იანვრითაა დათარიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები