“ვიწყებ მაჩალიკაშვილის საქმეზე ყველა არსებული მტკიცებულების მომზადებას, რათა ჩვენს უცხოელ სტრატეგიულ პარტნიორებს გავუგზავნო”

ქვეყანას ავარიდეთ საშინელი სისხლიანი ტერორისტული აქტების სერია, განადგურდა მსოფლიოში საშიში ტერორისტები და ვინც გადაურჩა სიკვდილს ისინი ვერ გადაურჩნენ მართლმსაჯულებას, ასე იმარჯვებს სიმართლე, – ასე გამოეხმაურა სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას.

“ვანო, გილოცავ!!! იცოდე, შენს მიერ დაღვრილი სისხლი, რომელიც შენი ქვეყნის და შენი ოჯახის გადასარჩენად დაღვარე არ ყოფილა ტყუილად დაღვრილი, სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა გმირო. შეხვედრამდე ძმობილო.
სისხლის სამართლის საქმეები შეწყდა სუსის თანამშრომლების მხრიდან დანაშაულის არარსებობის გამო და ასევე ტერორიზმში ეჭვმიტანილის გარდაცვალების გამო. ასევე გრძელდება სისხლის სამართლის საქმე სხვა პირების შესაძლო მონაწილეობაში ტერორისტულ აქტებსა, თუ ტერორისტულ დანაშაულში.

ქვეყანას ავარიდეთ საშინელი სისხლიანი ტერორისტული აქტების სერია, განადგურდა მსოფლიოში საშიში ტერორისტები და ვინც გადაურჩა სიკვდილს ისინი ვერ გადაურჩნენ მართლმსაჯულებას, ასე იმარჯვებს სიმართლე!!!
წინაა სტრასბურგი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ იქაც იზეიმებს სიმართლე,რადგან ტერორისტი მსოფლიოს პრობლემაა და არა მარტო საქართველოსი. სიმართლე კი ერთია!
ახლა კი დადგა დუმილის დარღვევის დროც, მე ვიწყებ ამ საქმის შესახებ ყველა არსებული მტკიცებულების და ფაქტების, რომელიც გამაჩნია, რომელიც არსებობს, თარგმნას და მომზადებას ჩვენს უცხოელ სტრატეგიულ პარტნიორებზე გასაგზავნად და პირადად გადასაცემად, ვაშინგტონიდან დაწყებული ბრიუსელით, სტრასბურგით და აშ დამთავრებული. რადგან ყველამ გაიგოს, როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში, რომ ამ “isis”- ის ტერორისტების უკან იდგნენ და დგანან საქართველოს “მთავარი” ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა.ეს არის ჩემი ახლანდელი მთავარი მიზანი, რომ ყველას დავანახო, რა დგას სინამდვილეში ამ პოლიტიკური პარტიის პოლიტმიზნების მიღწევის უკან და რა მეთოდებით ცდილობენ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამას მე ყველას დავუგზავნი და გავაგებინებ. ასევე იგეგმება საერთაშორისო უსაფრთხოების, ანტიტერორისტული კონფერენციებს მოწყობა, უცხოელ ანალიტიკოსებთან ერთად, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ასევე ევროპასა და ამერიკაში,სადაც გავაკეთებ პრეზენტაციებს და დავდებ ფაქტებს ნაცმოძრაობას და “isis”-ის წევრი ტერორისტების ალიანსზე.
თქვენ აგზავნით ცრუ რეპორტებს და მაგრები გგონიათ თავი, ახლა ნახავთ გოგაშვილს რა შეუძლია და რეპორტები როგორი უნდა იყოს ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად და არა დასაღუპად… ამას მალე გაგრძნობინებთ თქვე წურბელებო. PS. ასევე მივმართავ იმ რეპორტიორებს და ჟურნალისტებს ვისაც პრეტენზია გაქვთ, რომ ხართ პროფესიონალები და გაქვთ გამოცდილება ჟურნალისტური გამოძიების წარმართვაში, ასევე ხართ პატრიოტები. გთავაზობთ, ჟურნალისტურ გამოძიებას ამ საქმის შესახებ, სადაც საქართველოს მოსახლეობას და ასევე ჩვენს უცხოელ მეგობრებს,ნათლად ვაჩვენებთ, რა მოხდა, როგორ მოხდა და ვინ დგას ამის უკან, ვიცი თემა რთულია სარისკოა, მაგრამ საინტერესოცაა დამერწმუნეთ. მასალები და პროდიუსინგი ჩემზე იყოს, პასუხი, ყველა კითხვაზე იქნება”,- წერს გოგაშვილი.

ცნობისთვის, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ “სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები