ჩინეთში ვირუსს უკვე 100 ადამიანი ემსხვერპლა – აშშ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ხუბეის პროვინციაში მომაკვდინებელ კორონავირუსს უკვე 100 ადამიანი ემსხვერპლა, 2714 დაავადებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას პროვინციის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტი ავრცელებს.

რაც შეეხება ქალაქ უხანს, სადაც ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, აქ დაავადებას 85 ადამიანი შეეწირა.

27 იანვარს პროვინციაში 1291 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 მოქალაქე დაიღუპა.

სხვადასხვა ქალაქქბის საავადმყოფოებში 2567 ადამიანი იმყოფება, მათგან 563-ის მდგომარეობა მძიმეა, 127-ის კრიტიკული.

გარდა ამისა, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ 15,5 ათასი ადამიანი იმყოფება. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც დაავადებულებთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს, ქალაქ უხანიდან ამერიკის 200 მოქალაქის ევაკუაციას განახორციელებს.

მოსალოდნელია, რომ დღეს თვითმფრინავი უხანის დახურულ აეროპორტში ჩავა და აშშ-ში მალევე დაბრუნდება. ძირითად, რეისი უხანში მდებარე ამერიკის საკონსულოს თანამშრომლების წამოსაყვანად გამოიყო. თუმცა, როგორც Wall Street Journal წერს, უხანში ამერიკის ათასამდე მოქალაქე იმყოფება.

აღსანიშნავია ასევე, რომ გუშინ პეკინში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადან გებრეისუსის შეხვედრა გაიმართა.

გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ჩინეთის მიერ ვირუსთან ბრძოლისთვის მიღებული ზომები შედეგიანი აღმოჩნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები