უცხოეთიდან საქართველოში ნებაყოფლობითი დაბრუნების და რეინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამის დაფინანსება დროებით შეწყვეტილია

უცხო ქვეყნებიდან საქართველოში ნებაყოფლობითი დაბრუნების და რეინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამის დაფინანსება დროებით შეწყვეტილია.

ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს Facebook გვერდზე განთავსდა.

„ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და საქართველოში რეინტეგრაციის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართათვის, საქართველოში მათი პროექტებისთვის გათვალისწინებული დაფინანსება ამჟამად დროებით შეწყვეტილია ფინანსური მიზეზების გამო (OFII)“,-ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებისა და სარეინტეგრაციო დახმარების პროექტებს ევროკავშირი 2010 წლიდან აფინანსებს. მსგავს პროექტებს ასევე ახორციელებენ ქვეყანაში მოქმედი სხვა საერთაშორისო და დონორი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.

საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამების განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო.

აღნიშნული პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში სამშობლოში დაბრუნებულმა მიგრანტმა მიიღეს სხვადასხვა სახის სარეინტეგრაციო დახმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები