“სპექტრი: პროფესიული განათლების გაძლიერება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის, ინდივიდის პიროვნული და პროფესიულ განვითარებას

კოლეჯი “სპექტრი” პროფესიული განათლების სფეროს გაძლიერებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

როგორც “სპექტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განათლების სისტემაში სისტემური რეფორმა ხორციელდება და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, საშუალო განათლების კომპონენტი და განსაკუთრებული ყურადღება პროფესიულ განათლებას ეთმობა.

“სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის პოპულარობასა და პროფესიული კოლეჯების გაძლიერებაზე მუშაობს. მიმდინარე წლის იანვრიდან პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და პედაგოგებს საათობრივი ანაზღაურება გაეზრდებათ მნიშვნელოვნად და მათი საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1800 ლარი.

პროფესიული განათლების გაძლიერება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის, ინდივიდის პიროვნული და პროფესიულ განვითარებას.

არაერთი საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს სერიოზული პრობლემები აქვს ადამიანური კაპიტალის ათვისების კუთხით, იკვეთება პროფესიული კადრების საჭიროება: მომსახურების სფერო, ტურიზმი, მშენებლობა, მევენახეობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა და სხვა. უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტების გარდა ბაზარზე დიდი მოთხოვნაა პრაქტიკოსებზე და მიმაჩნია, რომ ამ გამოწვევის დაძლევაში პროფესიულ განათლებას მნიშვნელოვანი უნქციის შესრულება შეუძლია,” – ნათქვამია “სპექტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები