ადვოკატი: გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ამ ფაქტთან შემხებლობას უარყოფს

დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირის ადვოკატი, სულხან კომახიძე აცხადებს, რომ ბრალდებული გაოგნებულია, რატომ დააკავშირეს ამ ქმედებასთან. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად ჯერ არ აქვს წარდგენილი.
“იმ მომენტიდან რაც დააკავეს საქმის მასალების გადმოცემას ვითხოვთ, ამ მომენტამდე ისევ არ გვაქვს. რა უნდა აღიაროს, რაც არ ჩაუდენია. ამ ფაქტთან შემხებლობას უარყოფს.  ველოდებით საქმის მასალებს. თვითონ გაოგნებულია, რატომ დააკავშირეს ის ამ ქმედებასთან, გვაინტერესებს, რა უდევს ბრალდებას ამ საქმეში, რა ჰქონდათ საფუძველი,”- განაცხადა ზაზა მურჯიკნელის ადვოკატმა, სულხან კომახიძემ.
ცნობისათვის, გუშინ შსს-მ დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები