ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით საკონტეინერო გადაზიდვების მაჩვენებლები რეკორდულად მაღალია
“საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ხელმძღვანელობით, „საქართველოს რკინიგზის” დელეგაცია ყაზახეთის ქალაქ ალმათში საერთაშორისო ასოციაცია “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის” (TITR), ასოციაცია ТМТМ-ის შეხვედრას დაესწრო.
როგორც “კვირას” “საქართველოს რკინიგზიდან” აცნობეს, ასოციაციის წევრებმა 2019 წლის შედეგები შეაჯამეს და აღინიშნა, რომ 2019 წელს კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთი 71 %ით (10,7 ათსი TEU) გაიზარდა და ეს აღნიშნულ დერეფანში გადაზიდვის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთანავე, 2019 წლის აპრილში წამოწყებულმა საფიდერო სერვისმა მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფანში (Middle Corridor) ტვირთის ოდენობა და შეამცირა საკონტეინერო გადაზიდვის დრო.
ასოციაცია ТМТМ-ს ახალი წევრებიც შეემატნენ – ჩინური კომპანია “Xi’an Continental Bridge International Logistics Co., Ltd” და ყაზახური – “აქტაუს საზღვაო ჩრდილოეთ ტერმინალი”. შეხვედრაზე 2020 წლის სატარიფო პოლიტიკაც შეთანხმდა.