ე.წ. “მთავარი არხის” მორიგი ფეიქ ნიუსი, ტრაგედიების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა, გადაუმოწმებელი ინფორმაციის ფაქტად გასაღება და განსხვავებული რეალობა – POSTV – მედიარენტგენი
ე.წ. “მთავარი არხის” მორიგი ფეიქ ნიუსი, ტრაგედიების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა, გადაუმოწმებელი ინფორმაციის ფაქტად გასაღება და სრულიად განსხვავებული რეალობა – POSTV -ის გადაცემა მედიარენტგენი სუპერმარკეტ “სპარის”კონსულტანტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ე.წ. „მთავარი არხის” ეთერში გასულ რეპორტაჟში მორიგ “დაუშვებელ და ძალიან მავნებლურ ქმედებაზე” საუბრობს.
გადაცემის ავტორის და წამყვანის ლიზა გეგეჭკორის თქმით, რეპორტაჟის დაწყებამდე წამყვანი უმძიმესი ტრაგედიის შესახებ ყვება და აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის მეგობრის განცხადებით, დამნაშავე დააკავეს, თუმცა საპატიმროდან მალევე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რასაც იმეორებენ რეპორტაჟშიც.
მედია რენტგენმა გაარკვია, რომ სინამდვილეში ბრალდებული გათავისუფლებული არ არის და ის წინასწარ ორთვიან პატიმრობაშია.
“ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ ე.წ. „მთავარი არხი” ყველაფერზეა წამსვლელი იმისთვის, რომ რეალობა მაქსიმალურად დაამახინჯოს, გაამუქოს და დრამატული გახადოს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ არხის არც ჟურნალისტებს და არც წამყვანებს არც ადამიანური ტრაგედია ადარდებთ და არც ის, რომ ქრონიკულად ამ ტრაგედიებით ასაზრდოებენ საკუთარ რეიტინგებს.
მედიარენტგენის გუნდმა, განსხვავებით ე.წ. „მთავარი არხის” გუნდისგან, გადავწყვიტეთ ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თემის გაშუქებისას კომპეტენტური პირისთვის მიგვემართა, შესაბამისად კითხვა, დაკავებულია თუ გათავისუფლებული დამნაშავე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროს, ლევან მაისურაძეს დავუსვით, რომელიც ამბობს, რომ ბრალდებული გათავისუფლებული არ არის და ის წინასწარ ორთვიან პატიმრობაშია.
როგორც ჩანს, ე.წ. „მთავარ არხს” ძალიან უნდოდა რამე მორიგი მავნებლობა ჩაედინა, ემხილებინა პოლიცია, სასამართლო, ან უბრალოდ დაეძაბა ისედაც ძალიან ტრაგიკული და დაძაბული ვითარება. ამიტომ მათ გადაწყვიტეს რეპორტაჟი გარდაცვლილის მეგობრის მიერ მოყოლილი ამბით დაეწყოთ და მტკიცებითი ინტონაციით მიეწოდებინათ ეს აღმაშფოთებელი ინფორმაცია მათი მაყურებლებისთვის.
აღნიშნული ინფორმაციით არ შემოიფარგლა მედია რენტგენის გუნდი, ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით დაკავებული და საპატიმროში მყოფი პირის ადვოკატ, მალხაზ ველიჯანაშვილს, რომელმაც სატელეფონო საუბრისას დაგვიდასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მართლაც საპატიმროშია და მან იგი სწორედ დღეს მოინახულა.
სამწუხაროდ ე.წ. „მთავარი არხი”, რომელიც უკვე ტრაგედიების არაკომპეტენტურად და რაც მთავარია უპასუხისმგებლოდ გაშუქების ნათელ მაგალითად გვევლინება, არ მიტოვებს სხვა გამოსავალს.
ის, რომ აღნიშნულმა ტელევიზიამ მსგავსი ტრაგედიის ფონზე, რეპორტაჟის სკანდალზე ასაწყობად მხოლოდ გარდაცვლილი ახალგაზრდის მეგობის კომენტარი გამოიყენა და არც კი სცადა შესაბამის და კომპეტენტურ უწყებასთან კომენტარისთვის დაკავშირება ცხადყოფს, რომ ეს გუნდი უშნოდ იტყუება. მათ შეუძლიათ ეთერში ყოველგვარი ფაქტებისა და რაც მთავარია, კომპეტენტური პირების კომენტარების გარეშე ისეთ მძიმე თემებზე ისეთი აბსურდული ინფორმაციის გავრცელება, როგორიც გააკეთეს. ოჯახმა შვილი დაკარგა ე.წ ჟურნალისტებო, რა იქნება ხალხს მიცვალებულების დატირება რომ ადროვოთ,” – ამბობს გადაცემის წამყვანი და POSTV-ის გუნდის სახელით ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.