კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა – ხუბეის პროვინციის 9 ქალაქთან სატრანსპორტო მიმოსვლა შეჩერდა

ჩინეთში, დაუდგენელი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, დაავადება 876 ადამიანს დაუდგინდა.

177 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 34-მა ვირუსი დაამარცხა და ისინი კლინიკიდან არიან გაწერილი.

ხუბეის პროვინციის კიდევ 9 ქალაქთან, სატრანსპორტი მიმოსვლა შეჩერდა.

ჩინეთის ხელისუფლება, ასევე მედპერსონალის დაავადების 15 შემთხვევაზე განაცხადა, თუმცა, გაზეთის South China Morning Post-ის ინფორმაციით, ეს ციფრი ბევრად მაღალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები