ილია მეორემ ბათუმის კლინიკა დატოვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბათუმში მდებარე კლინიკა “მედინა” უკვე დატოვა.
ილია მეორე კლინიკაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად იმყოფებოდა.
ცოტახნის წინ “კვირასთან” პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განაცხადა, რომ პატრიარქის კვლევები გეგმიური იყო და ილია მეორე თავს კარგად გრძნობდა.
“პატრიარქი გეგმიურ გამოკვლევებს იანვარ-თებერვალში ყოველთვის იტარებს. ილია მეორე ახლა ბათუმში იმყოფება და ამიტომ იქ ჩაიტარებს გამოკვლევებს. კლინიკა კარგი აპარატურითაა აღჭურვილი, რაც თბილისში უნდა ჩატარებულიყო იქ ჩატარდება. პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, რაიმე გართულებებს არ უკავშირდება აღნიშნული კვლევები”,-განაცხადა პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ.​
კლინიკა “მედინაში” პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები