როგორ ატყუებენ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები სოციალური ქსელის მომხმარებლებს – POSTV – მედიარენტგენი
როგორ ატყუებენ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები სოციალური ქსელის მომხმარებლებს – POSTV -ის გადაცემა მედიარენტგენი თბილისის ერთერთ რესტორანში გადაღებულ ვიდეოზე საუბრობს, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები თავისივე დაკვეთილ “მიშა მაგარიას” მღერიან, შემდეგ კი ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებენ ისე, თითქოს სიმღერაზე მთელი დარბაზი ცეკვავდა, გავრცელებულ ვიდეოს კი მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აზიარებს წარწერით – “სინამდვილეში, მაგრები არიან ქართველი ახალგაზრდები”.
საუბარია სამოქალაქო აქტივისტ ლაშა ცუცქირიძეზე, რომელიც ცნობილია, როგორც, როგორც “კაა”, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტ ზვიად კუპრავაზე და რამდენიმე ადამიანზე, რომელსაც ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი გულმხურვალედ, ერთგულად და წრფელი ტრფობით უყვარს, ანუ ჯამში 11 ადამიანზე.
“ვიდეოდან ირკვევა, რომ სააკაშვილი სუფრასთან მჯდომ უმრავლესობას ენატრება და უყვარს, ამაზე ვთანხმდებით. მოდით, ვნახოთ სუფრის წევრები. ფოტოზე შვიდი ადამიანია გამოსახული, ერთიც ფოტოს იღებს და ერთი ალბათ სიმღერას უკვეთავს ამ დროს. რატომ ვსაუბრობ ხაზგასმით რაოდენობებზე. ამ საღამოს ამსახველი ვიდეო “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტმა ლაშა ცუცქირიძემ, იგივე “კაააა”-მ გაავრცელა მინაწერით – “შუაგულ საბურთალოზე, რესტორანი, სხვადასხვა ჯგუფი და ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები! მიშა მაგარიაზე აცეკვებული დარბაზი და მხოლოდ ორიოდე ჩაქოცებული ქოცი თავისთვის ფრჩხილებმკვნეტარე აცეკვებული დარბაზი არ ვიცი, მაგრამ აცეკვებული “ნაციონალები” ვნახეთ… ამ კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის ცხრაკაციანი ფანკლუბი ცეკვავს სიმღერაზე “მიშა მაგარია”. ამაში გასაკვირი და აღმაშფოთებელი ალბათ არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ როგორც ყოველთვის, ასევე ახლაც, ნაციონალები იტყუებიან, რასაც უნდათ და აწყობთ აბევრებენ, ბერავენ და კოლოსალურს ხდიან, რაც არ აწყობთ კი პირიქით. გიორგი გაბუნიაზე და მის მიერ საჯაროდ წაკითხულ მაკნინებელ მონოლოგზე გულმოსულმა და გაბუტულ-ნაწყენმა მიხეილ სააკაშილმა, გული გაიხარა, წყენა გაიქარვა და ამ მცირე ასე თქვათ ქეიფობის, ანუ პურის ჭამის ამსახველი ვიდეო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა – “სინამდილეში, მაგრები არიან ქართველი ახალგაზრდები”.
“ნაციონალურ მოძრაობას” პიარი არასდროს უჭირდა. კარგად გვახსოვს, სააკაშვილი ყველაფრის გახსნაზე საგულდაგულოდ მომზადებული ტრიბუნით რომ დარბოდა და უკან ლენტიანი და მაკრატლიანი დამხმარეების არმია მოჰყვებოდა. რა შეემთხვათ ? აი ეს არის ერთადერთი კითხვა. სრულიად გასაგებია, რომ უნდათ და ერთგულობენ თავიანთ ბელადს და ბელადიც ჩვეულად იქცევა პრინციპში, არაფერი განსაკუთრებული მის ამ გაზიარებულ პოსტში არ არის. მოდით მაინც გადავხედოთ მიხეილ სააკაშვილის ბოლო დროინდელ აქტივობებს.
აქედან გამომდინარე არ გამკვირვებია სააკაშვილის ფეისბუქ პოსტი… თუმცა ზოგადად ეს ვითარება ძალიან მძიმეა. სურათი ასეთია, ნაციონალური მოძრაობის 9 აქტივისტი,თუ მხარდამჭერი იკრიბება რესტორანში, უკვეთავენ „მიშა მაგარიას” იღებენ ამ მუსიკაზე არნახული ნონეტის ცეკვას, აქვეყნებენ სოციალურ ქსელში და აწერენ – „აგერ მთელი დარბაზი ავაცეკვეთო”… მერე ამ ყოველივეს აქვეყნებს მაათი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეტაკი წარწერით. იცით? ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაცემის დასკვნით ნაწილში არაფრის თქმა არ მინდა, უბრალოდ მინდა მორიგჯერ დაგწყვიტოთ გული პატივცემულო მიხეილ… თქვენ კი გაგიხარდათ ეს სიმღერა, ჰიმნი, აცეკვებული ნონეტი, ანუ თქვენი ანსამბლის 9 წევრი, მაგრამ ეს ზოგადად სარესტორნო სფეროში ჩვეულებრივი ამბავია, კომერციული გახდა ეს სვლა და ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ რესტორნებს სტუმრობენ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ უკვეთავენ ნებისმიერ სიმღერას,” – ამბობს წამყვანი.