გერმანიაში ორი სასკოლო ავტობუსის ავარიას ორი მოსწავლე ემსხვერპლა – დაშავებულია ათეულობით ბავშვი
ტიურინგიაში სასკოლო ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, რომლის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა, ათამდე დაშავებულია, იტყობინება ტელეარხი MDR.
მედიის ინფორმაციით, ავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა, რა გახდა ამის მიზეზი უცნობია. ადგილზე მაშველები რჩებიან.
ავტოსაგზაო შემთხვევა, ასევე სასკოლო ავტობუსით დღეს, ბავარიაშიც მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა 9 ბავშვი და მძღოლი დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, ავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
მძღოლი მძიმე მდგომარეობაშია ჰოსპიტალიზირებული.