იაპონიაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, იაპონიის ტურისტული სააგენტოების ასოციაციამ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სემინარი გამართა.
სემინარის მონაწილეებს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თეიმურაზ ლეჟავამ საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების და ქვეყნის ძირითადი ტურისტული მიმართულებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.