თაკო ჩარკვიანი: პროპორციული არჩევნების ინიციატორი„ნაცმოძრაობა“ იყო და მათ ამაში ლომის წვლილი მიუძღვით

„თუ გახსოვთ თქვენ, პროპორციულის გამო ორასიათასი ხელმოწერა შევიტანეთ, ამის ინიციატორი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ ლომის წვლილი მიუძღვით”,- ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა. მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ ნამდვილად იყო პროპორციული არჩევნების ინიციატორი.
„თუ გახსოვთ თქვენ, პროპორციულის გამო ორასიათასი ხელმოწერა შევიტანეთ, ამის ინიციატორი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ ლომის წვლილი მიუძღვით. პროპორციულის მოთხოვნის თემა ობიექტურად ვამბობ, რომ უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ სახელს. არის პარლამენტში დოკუმენტი შეტანილი და აქედან გამომდინარე თქვა მან. შემდეგ პროცესები როგორც წარიმართა, „ნაციონალურ მოძრაობა“ –„ძალა ერთობაშიასთან“ ერთად ყველას მიუძღვის წვლილი. მე ვესაუბრე ბატონ გრიგოლს და ვიცი, რატომ თქვა ეს, რადგან ზაფხულის მოვლენებამდე ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ინიციატორი.
ვურჩევდი ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს, ასე მწვავედ ნუ დააყენებს ამ საკითხს. ბატონი გრიგოლი ძალიან კარგი დიპლომატია და საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს ძალიან გასაფრთხილებელი ფიგურა არის, დასავლური კუთხის ძალიან ბრწყინვალე დიპლომატია და ამიტომ ძალიან დიდ პატივს ვცემ“ ,- განაცხაადა თაკო ჩარკვიანმა.
​შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა და გამოგლიჯა ხელიდან ოლიგარქს გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად პროპორციული არჩევნების დაპირება“.
გრიგოლ ვაშაძის ამ განცხადებამ „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის უკმაყოფილება გამოიწვია. ჯაფარიძე პროპორციულ არჩევნებზე ვაშაძის პოზიციას არ ეთანხმება. მისი თქმით,  ის მონაწილეობას აღარ მიიღებს ოპოზიციის საერთო საკონსულტაციო ფორმატის შეხვედრებში, რომელშიც გრიგოლ ვაშაძე იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები