ე.წ. „მთავარი არხის“ ფსიქოლოგიური ხრიკები, გიორგი გაბუნიას მორგებული სხვადასხვა როლი და მიხეილ სააკაშვილისგან გამიჯვნის მორიგი მცდელობა – POSTV მედიარენტგენი
რას ემსახურება ნიკა გვარამიას დაქვემდებარებაში მყოფი ტელეკომპანიისა და ცალკეული პირების მონოლოგები – POSTV-ის გადაცემა მედიარენტგენი „ნაციონალური მოძრაობის სულისჩამდგმელის მიხეილ სააკაშვილისა და მის მიერ მართული ტელეკომპანია ე.წ. „მთავარი არხის“ ერთ-ერთი უსკანდალურესი წამყვანის, გიორგი გაბუნიას დაპირისპირებაზე საუბრობს.
„რატომ უნდა ვისაუბროთ ამ ორ სუბიექტზე, ალბათ იმიტომ, რომ სწორედ ე.წ. „მთავარი არხი“ ყოველდღიურ რეჟიმში დაჟინებითა და დიდი მონდომებით ცდილობს გააპიაროს, შეახსენოს ხალხს და ქართულ რეალობას არ მოწყვიტოს დიდი ხნის წინ გაქცეული, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი. ეს არხი იყენებს ისეთ ხრიკებს, რომლებიც სავსებით შესაძლებელია გამოგვრჩეს მხედველობიდან, არადა ილექება მაყურებლის გონებაში“ – ამბობს გადაცემის წამყვანი ლიზა გეგეჭკორი.
მისი თქმით, ხსენებული არხი, არასდროს უწოდებს მიხეილ სააკაშვილს „საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს”, იმიტომ, რომ პირველ რიგში ეს კარგად ნაცნობი ფსიქოლოგიური ხრიკია და მეორე – იმიტომ, რომ მათთვის სააკაშვილი მართლაც დღემდე მათი პრეზიდენტია.
„სწორედ ეს არხი, ყოველი რეპორტაჟითა თუ გადაცემით ცდილობს მიხეილ სააკაშვილისგან შექმნას ეროვნული გმირი. მეტსაც გეტყვით, შარშან ე.წ. „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ გვარამიამ, სრული სერიოზულობით მიხეილ სააკაშვილი, ჩვენი ერის მამას, ილია ჭავჭავაძეს შეადარა. ის რომ გვარამიას მიერ მართული მედიასაშუალება აუცილებლად ყოველთვის ისარგებლებს ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის გამპრავებელი ტელეკომპანიის იარლიყით იმაუწყებლებს გაიგეს, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს. გაიგეს და სავარაუდოდ დასხდნენ სათათბიროდ. 2020 წელის გადამწყვეტი არჩევნები მოდის, ისედაც მწირად დავრჩით, რეიტინგები არ გვივარგა და რამე უნდა ვიღონოთო. ვიღაცამ უნდა აიღოს თავის თავზე ამ რეალობის შეცვლის პასუხისმგებლობაო და რა თქმა უნდა აღნიშნული ფუნქცია არხის მთავარმა მერეიტინგემ, არაჩვეულებრივად სკანდალური მონოლოგების დამწერმა და ჩამწერმა, გიორგი გაბუნიამ შეითავსა. მოდით ვნახოთ, თუ როგორი სტრატეგია აირჩია ე.წ. „მთავარმა არხმა“ წინასაარჩევნოდ. ამით გიორგი გაბუნიას ალბათ ეგონა, რომ რაიმე სახის გაოგნებასა და განცვიფრებას გამოიწვევდა საზოგადოებაში. ალბათ ეგონა, რომ მაყურებელს იგი ობიექტური და მიუკერძოებელი ჟურნალისტი ეგონებოდა. არა, არაფრის გამორიცხვა მიყვარს, თუმცა ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ასეთ სტრატეგია ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების ხელწერაა. მსგავსი ვითომ მწვავე დაპირისპირებები წლებია უკვე გვახსოვს. მოდით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ამ ფაქტებს, რათა არ დაგვრჩეს ეჭვები და კითხვები. სწორედ აქედან გამომდინარე მრჩება პირადად მე შთაბეჭდილება, რომ ეს შემთხვევაც, იმ სერიალიდანაა, რომელსაც წლებია ვადევნებთ თვალს” – ამბობს გააცემის წამყვანი.
ლიზა გეგეჭკორის თქმით, სავარაუდოდ გაბუნიას ამ ქმედებით მაყურებლებისა და აუდიტორიის გაოგნების მოლოდინი ჰქონდა
“მაყურებლების არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ აი მაყურებელი კი გააოგნა. ამ სულისშემძვრელ მონოლოგს, ე.წ. „მთავარი არხის“ მთავარი და ალბათ ერთადერთი ერთგული მაყურებელი გამოეხმაურა. აშკარად ეწყინა. ეწყინებოდა, ამხელა ენერგია აქვს ჩადებული ამ არხში. ასე ხშირად კარგავს დროს, გამოდის ამ მედიასაშუალებით, საუბრობს, აანალიზებს, ბჭობს, ყვება როგორ ჩამოვა, უზიარებს აღშფოთებებსა და შეშფოთებებს და უცებ, ამავე არხის ერთ-ერთი მთავარი სახე, ასე უცებ, 2 წუთში ანადგურებს მის პირველ რიგში თავმოყვარეობას და იმიჯს. რეალურად რა ხდება ნაციონალურ მოძრაობას, ეგრედწოდებულ მთავარ არხს, სატელიტ პარტიებსა და მათგან ვითომ დაფანტულ ცალკეულ პიროვნებებს შორის ვერავინ გავიგებთ. ამას დრო სჭირდება, დრო და დაკვირვება. სწორედ ამისთვის არსებობს მედია რენტგენი… ჩვენ უწყვეტ რეჟიმში, ყოველდღიურად ვაკვირდებით და დავაკვირდებით მედიას, სოციალურ მედიასა და პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ მედიასაშუალებებს აკონტროლებენ და ვეცდებით რაიმე ლოგიკური ახსნა ან დასკვნა გავაკეთოთ” – ამბობს ლიზა გეგეჭკორი.