ზაზა ხუციშვილი: დიმიტრი ხუნდაძე თავიდანვე პროპორციულზე გადასვლის წინააღმდეგი იყო

როდესაც ეს გადაწყვეტილება გამოცხადდა, მე მინდა სამართლიანობისთვის აღვნიშნო, რომ ბატონი დიმიტრი ხუნდაძე მაშინაც წინააღმდეგი იყო, თუმცა შემდეგ გუნდურ გადაწყვეტილებას დაეთანხმა, – ამის შესახებ ზაზა ხუციშვილმა ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში განაცხადა.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით და ამ თემებს ვიხილავდით უმრავლესობის ფორმატში, გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ პროპორციულთან დაკავშირებით იყო გუნდური გადაწყვეტილება და როცა გამოცხადდა, მე მინდა სამართლიანობისთვის აღვნიშნო, რომ ბატონი დიმიტრი ხუნდაძე მაშინაც წინააღმდეგი იყო, თუმცა შემდეგ გუნდურ გადაწყვეტილებას დაეთანხმა. თორემ მაშინვე წინააღმდეგი იყო ამ სისტემაზე გადასვლის“,- განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები