ანა დოლიძე: თეა წულუკიანმა სარკაზმით სცადა, ყურადღება გადაეტანა სერიოზული პრობლემიდან, რაზეც სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისთვის ჩვეული სარკაზმით და პიროვნული თავდასხმებით სცადა, ყურადღება გადაეტანა იმ სერიოზული პრობლემიდან, რაზეც სახალხო დამცველი თავის ანგარიშში საუბრობს.
მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ციხე სწორედ მაყურებლების მეშვეობით უნდა მართოს.
„ის პრაქტიკა, რაც წერია სახალხო დამცველის ანგარიშში, ე.წ. ობშიაკის შეგროვება, საწევროს გადახდა, პატიმრებისთვის სიგარეტისა და ყავის გამორთმევა, მერე უკან დაბრუნება, პატიმრებთან ურთიერთობის დალაგება მაყურებლების მეშვეობით, არის პრაქტიკები, რომელიც საქართველოში არსებობდა საბჭოთა დროიდან. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ სწორედ მაყურებლების მეშვეობით უნდა მართოს ციხე და ამ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი არის თეა წულუკიანი და ამ პასუხისმგებლობას ის ვერ გაექცევა. თეა წულუკიანმა ჩვეული სარკაზმით სცადა, ყურადღება გადაეტანა სერიოზული პრობლემიდან, რაზეც სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი. სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია სხვადასხვა დაწესებულებებში სისტემურად, მაყურებლების ინსტიტუტის დაბრუნებაზე. პირველ რიგში აქ დგას იუსტიციის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მეგონა, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო ეყოფოდა თეა წულუკიანს, მაგრამ როგორც ჩანს, მას საპასუხო ბევრად მეტ საკითხებზე აქვს. სარკასტული შენიშვნებით ამ საკითხებს ვერ დაუძვრება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები