მალხაზ მაჩალიკაშვილი: გეგონება პარლამენტთან ჩინური კედელი აღმართეს და მწვანე ხალიჩით გადაფარეს

თბილისის მერიის მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რკინის ჯებირებითა და მწვანე ღობით შემოღობვას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლება ადამიანებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევს.

“წუხელ როგორც კი დამინახეს დილიდან იქ ვმოძრაობდი, პარლამენტთან, შუაღამისას აიღეს ატრაქციონები. ესენი ღამით ნადირობენ, გეგონება ჩინური კედელი აღმართეს და მწვანე ხალიჩით გადაფარეს. არ ვიცი ამას რა დავარქვა, ხელისუფლებას ეშინია, მათ იციან, რომ ამათი საქმე წასულია, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებმა თავიანთი მშვიდობიანი პროტესტი არ გამოხატონ. მთელი მსოფლიო, მთელი ევროპა ამას ხედავს”,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები