ელიზაბეთ რუდი: ცე ჰეპტიტის ​ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებულმა ინფორმაციის გაშუქებამ, მედიაში პოლიტიზებული სახე მიიღო

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი მიიჩნევს, რომ მედიაში ცე ჰეპატიტის ​ვადაგასულ მედიკამენტებზე გაშუქებულმა ინფორმაციამ, პოლიტიზებული სახე მიიღო. როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში, უწყების მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.

​მან ყველას მოუწოდა ჩაიტარონ სკრინინგი და საჭიროების შემთხვევაში მათთვის განკუთვნილი ბენეფიტები მიიღონ.
“მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა.

განვიხილეთ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, ამერიკის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ასევე ფარმაცევტული კომპანია გილიადის ჩართულობით.
​ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებულმა ინფორმაციის გაშუქებამ, მედიაში პოლიტიზებული სახე მიიღო. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნულ პროგრამას სრულ ნდობას ვუცხადებთ. პრეპარატების რაოდენობა, რომელთაც სარგებლობის ვადა ამოეწურა, მთლიანად ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში. მომწოდებელმა ფარმაცევტულმა კომპანიამაც იგივე სახის განცხადება გაავრცელა. მინდა მოვუწოდო ყველა ქართველს, რომ ჩაიტარონ სკრინინგი და მიიღონ ის ბენეფიტები, რასაც სახელმწიფო ცე ჰეპატიტის მკურნალობის მიზნით აბსოლუტურად უფასოდ სთავაზობს. აღნიშნული კი ქვეყანასაც დაეხმარება, მიაღწიოს ცე ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნებს”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები