ირანელი დეპუტატი: სამი მილიონი დოლარი იმას, ვინც ტრამპის მოკვეთილ თავს მოგვიტანს
ირანელი დეპუტატი აჰმად ჰამზე, ამერიკის ლიდერის, დონალდ ტრამპის, ლიკვიდირებისთვის 3 მლნ დოლარს გადახდის წინადადებით გამოვიდა.
ამის შესახებ სააგენტო ISNA წერს.
„პროვინცია ქერმანის მოსახლეობის სახელით ვამბობ, რომ მზად ვართ, გადავუხადოთ სამი მილიონი დოლარი იმას, ვინც ტრამპის მოკვეთილ თავს მოგვიტანს“, – განაცხადა დეპუტატმა პარლამენტში გამოსვლის დროს.
ამერიკელი სამხედროების მიერ 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან, ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი, წარმოშობით, სწორედ ქერმანის პროვინციიდან იყო, სადაც ის დაკრძალეს.