თეა წულუკიანი: მერვე დაწესებულებაში, იქ, სადაც პატიმრებს აწამებდნენ, ბოსტანი გავაშენეთ

მერვე დაწესებულებაში, იქ, სადაც იყო წამების ციტადელი, გავაშენე ბოსტანი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოსტანში 73-მდე უვადო პატიმარი მუშაობს.

“მერვე დაწესებულებაში, იქ, სადაც იყო წამების ციტადელი, გავაშენე ბოსტანი. ზოგს ეცინება ამაზე, რომ წამების ადგილზე ბოსტანი რამ გაგაშენებინაო. ამ ბოსტანში 73 უვადო პატიმარი მუშაობს. როგორ ვერ ნახეთ ეს ბოსტანი”? – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები