თეა წულუკიანი: მჯერა, 2020 წლის არჩევნებში “ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და სასჯელაღსრულების სისტემაში ჰუმანური პოლიტიკა გაგრძელდება

მჯერა, 2020 წლის არჩევნებში “ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და სასჯელაღსრულების სისტემაში ჰუმანური პოლიტიკა გაგრძელდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“რა თქმა უნდა, მჯერა, “ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ის ჰუმანური პოლიტიკა, რაც ჩვენ შევძელით მოგვეტანა პენიტენციურ სისტემაში თითოეული ჩემი წინამორბედი მინისტრის თაოსნობით, დაწყებული ბატონი სუბარიდან, შემდეგ უკვე მე ვცდილობ, გავაგრძელო. გაგრძელდება პოლიტიკა, მშენებლობები – ჩვენ წელს ჩავუშვებთ და მომდევნო იუსტიციის მინისტრი გააგრძელებს. ჩემი მთავარი მიზანია, რომ მან, ვინც იქნება მინისტრი და ის იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, შეძლოს, ამას დააშენოს უკეთესი რამ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები