საქართველოში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის უფიციალური ვიზიტი დაიწყო

დღეს საქართველოში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ზაკირ ჰასანოვის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

აზებაიჯანის სამხედრო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით იმყოფება.

დაგეგმილია გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვის შეხვედრები, როგორც საქართველოს სამხედრო ასევე პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრებზე მხარეები სამხედრო სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობას და მომავალ პერსპექტივებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ასევე, რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები