მეუფე მელქისედეკი: თუ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდია, მაშინ ის შესაბამისმა სტრუქტურებმა სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის განცხადებით, თუ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდია, მაშინ ის შესაბამისმა სტრუქტურებმა სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ.
მისი თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.
“თუ ცუდად არის მამა გიორგის ჯანმრთელობა ის შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გადაიყვანონ. მე ვერაფერს ვიტყვი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს”, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.
კითხვაზე, მიმართავს თუ არა წმინდა სინოდი საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით განმეორებით? მეუფე მელქისედეკმა უპასუხა: “როცა სინოდის სხდომა იქნება ალბათ, ამაზე იქნება მსჯელობა. როდის იქნება სინოდის სხდომა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს”,- განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.