ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხის მოცულობა 2.27 მლრდ-მდე შეამცირა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხის მოცულობა 200 მლნ ლარით 2.27 მლრდ-მდე შეამცირა.
შეგახსენებთ,რომ გასულ წელის სექტემბრიდან დეკემბრამდე ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხზე საპროცენტო განაკვეტი 2.5%-ით 9%-მდე გაიზარდა, რითაც 111 000-ზე მეტ მსესხებელს სესხის მომსახურება გაუძვირდა.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხების გაცემა 2008 წლის სექტემბრიდან 3.85 მლნ ლარით დაიწყო და იმავე წლის ბოლომდე 53.5 მლნ-მდე გაიზარდა. 2009 წელს ის ისევ 5 მლნ-მდე შემცირდა, თუმცა 2010 წელს 190 მლნ-მდე გაიზარდა.
სესხის მოცულობამ 1 მლრდ ლარს პირველად 2016 წლის ოქტომბერში 2 მლრდ ლარს კი 2019 წლის ოქტომბერში გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები