ერეკლე კუხიანიძეს ვაჟა გაფრინდაშვილთან შეხვედრა სურს

როცა ეიფორია დამთავრდება, ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება და ყველა მიხვდება, რომ გმირი არ არის, – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კუხიანიძემ აღნიშნა, მას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან შეხვედრა სურს.

„მე მინდოდა მასთან შეხვედრა იმიტომ, რომ მქონდა გარკვეული მოსაზრებები. ვიცი, რომ ეს ადამიანი ცოტა ხნის შემდეგ, როცა ეიფორია დამთავრდება, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. ყველა მიხვდება, რომ ის გმირი არ არის და არის ადამიანი, რომელმაც გამოიჩინა სერიოზული სისუსტე.
მან შეწყალება სთხოვა ბიბილოვს. პრეზიდენტისადმი ეს მიმართვა, ნიშნავს, რომ აღიარებ მის ძალაუფლებას.

ერთადერთი მისთვის სასარგებლო წინადადებებით მინდოდა შეხვედრა და ეს წინადადება გავუგზავნე მას, შევეცადე გამეგზავნა მისი მეუღლისთვის „ფეისბუქში” და არ გახსნა, მერე მისი კლასელების, მეუფეს საშუალებით გავუგზავნე, თუ როგორ ვხედავდი სიტუაციას .
თუკი მოხდება შეხვედრა, მას ვეტყვი ჩემს აზრს, მე რას ვთავაზობ. დანარჩენზე თვითონ იფიქროს“, – განაცხადა კუხიანიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები