ინფექციური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი დასრულდა
ინფექციური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი დასრულდა. ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი კომპანია “ავერსის” იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რომლის მიხედვითაც მედპერსონალმა ამ დროისთვის დაკავებული შენობა უნდა დაცალოს. შენობა 2011 წლიდან “ავერსის” მფლობელობაშია. საავადმყოფოს თანამშრომლები სხვა ალტერნატიული შენობის ასაშენებლად გონივრულ ერთწლიან ვადას ითხოვენ.
“ავერსი ფარმას” გენერალური დირექტორის, ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, ისინი, დაკავებული 8 შენობიდან ერთი შენობის დაცლას ითხოვენ.
“დაკავებული 8 შენობიდან ვითხოვთ ერთი შენობის დაცლას. მზად ვართ, გონივრული ვადით, არაუმეტეს 2 წლისა გავაფორმოთ იჯარის ხელშეკრულება და გააგრძელონ ფართში უკვე კანონიერად ფუნქციონირება. ერთ წელიწადზე მეტია, ფართი უკანონოდ აქვთ დაკავებული, – აღნიშნა ირაკლი ფურცელაძემ.