ირაკლი შონია – შს მინისტრობისას გიორგი გახარიამ გარდამტეხი რეფორმები განახორციელა

ჯერ კიდევ შსს მინისტრობისას გიორგი გახარიამ გარდამტეხი რეფორმები განახორციელა და ყველანაირად შეეცადა ეს სტრუქტურა პროფესიონალთა სამსახური ყოფილიყო, სამართალდამცავები ყოფილიყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, გაეცნობიერებინათ ადამიანის უფლებების დაცვა, მხოლოდ კანონის ფარგლებში ემოქმედათ, ეპასუხათ მსოფლიო დონის სტანდატრებს, დაენერგა ახალი ტექნოლოგიები, რადგან ჩვენ გვყვავს კვალიფიციური ექპერტები და კრიმინალისტები, ცოტა ხნის წინ ახალი საექსპერტო შენობია (აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით) სწორედ პრემიერის დახმარებით გაიხსნა, – ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შონია წერს, დღეს, თითოეულ პოლიციელს ღრმად გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა,როგორი კეთილსინდისიერებით უნდა ემსახურებოდნენ სამშობლოს და საკუთარ თანამოქალაქეებს და რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია!

„ძალოვანი სტრუქტურებისადმი თუ ოდესმე დადებითად განვეწყობოდი ეს მხოლოდ დღევანდელი პრემიერის დამსახურებაა! ჯერ კიდევ შს მინისტრობისას გიორგი გახარიამ გარდამტეხი რეფორმები განახორციელა და ყველანაირად შეეცადა ეს სტრუქტურა პროფესიონალთა სამსახური ყოფილიყო,სამართალდამცავები ყოფილიყვნენ მოწოდების სიმაღლეზე,გაეცნობიერებინათ ადამიანის უფლებების დაცვა,მხოლოდ კანონის ფარგლებში ემოქმედათ,ეპასუხათ მსოფლიო დონის სტანდატრებს,დაენერგა ახალი ტექნოლოგიები,რადგან ჩვენ გვყვავს კვალიფიციური ექპერტები და კრიმინალისტები,ცოტა ხნის წინ ახალი საექსპერტო შენობის (აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით) სწორედ პრემიერის დახმარებით გაიხსნა!
1992 წლიდან მოყოლებული შსს გახლდათ,სადამსჯელო განყოფილება,რომლის შენობის ფანჯრებიდან “ხტებოდნენ” დასაკითხათ მიყვანილი უდანაშაულო ადამიანები, შესაშური შემართებით არბევდნენ მშვიდობიან მიტინგებსა და მანიფესტაციებს მსოფლიოში აკრძალული მეთოდებით,ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს ზონდერები და სიკვდილის ბრიგადები…
დღეს თითოეულ პოლიციელს ღრმად გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა,როგორი კეთილსინდისიერებით უნდა ემსახურებოდნენ სამშობლოს და საკუთარ თანამოქალაქეებს და რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია!
შარშან საახალწლო დღეებში ორმოცამდე ბავშვმა თავის სურვილებში დაწერეს რომ სურათ გამხდარიყვნენ მომავალი სამართალდამცველები.ამ ბავშვებს უმასპინძა და მათთან შეხვედრა მოაწყო გიორგი გახარიამ! (სწორედ ეს კადრია ფოტოზე აღბეჭდილი)…დაე,ამ ბავშვებს თავიანთი სურვილი აუხდეთ! ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა ყოფილიყოს!
წინსვლა და სურვილების ასრულება ჩვენს მომავალ თაობას და წარმატებები საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას“, – წერს ირაკლი შონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები