რამზან კადიროვმა უფლებამოსილება მოიხსნა

რუსეთის მიერ ჩეჩნეთის ხელმძღვანელად ხელდასმულმა, რამზან კადიროვმა, „დროებითი შრომისუუნარობის“ გამო, უფლებამოსილება მთავრობის თავმჯდომარეს, მუსლიმ ხუჩიევს გადააბარა.

როგორც კადიროვის პრესმდივანმა ალვი ქარივომა განმარტა, კადიროვი მკურნალობის კურსს გადის, რომელიც „სამედიცინო პროცედურებს საჭიროებს“.

ქარიმოვის თქმით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარე ასრულებს ხელმძღვანელის ფუნქციას ლიდერის „დროებითი შრომისუუნარობის“, „ან შვებულებაში გასვლის“ შემთხვევაში.

15 იანვარს რამზან კადიროვმა საკუთარი „დროებითი შრომისუუნარობის“ შესახებ განაცხადა და უფლებამოსილება ხუჩიევს გადააბარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები