ცესკო “სამართლიან არჩევნებს” პასუხობს

ცესკო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნების” პრეტენზიებს პასუხობს, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომზადებულ ინიციატივას ეხება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტის, გიორგი სანტურიანის განცხადებით არსებითი ცვლილება საარჩევნო კოდექსში არ შედის და მათი ინიციატივა მხოლოდ კანონის დახვეწას ისახავს მიზნად.

“ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით აკრძალვებს აზრი აქვს კენჭისყრის დასრულებამდე, მას შემდეგ აზრი ეკარგება. თუ საუბარია პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდზე, ეს პერიოდი ასევე ექცევა აკრძალვაში. რაც შეეხება ოქმების გადაგზავნას, აქ კანონი მხოლოდ ფორმალური თვალსაზრით მოდის შესაბამისობაში არსებულ პრაქტიკასთნ. რაც შეეხება ჟურნალისტების დამკვირვებლებად რეგისტრაციის აკრძალვას, ერთი და იგივე პირს უნდა ეკრძალებოდეს ერთდროულად როგორც მედიაორგანიზაციის წარმომადგენლად რეგისტრაცია, ასევე დამკვირვებლად რეგისტრაცია. აქ არანაირ რაიმე სხვა შინაარსს, გარდა იმისა, რომ მოხდეს საარჩევნო კანონის სრულყოფა, არ არის,” – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები