ეროვნული ბანკი: ფულადი გზავნილების მოცულობა 9.7 %-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით 2019 წელს ფულადი გზავნილების მოცულობამ უცხოეთიდან 1.73 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9.7 % -ით აღემატება 2018 წელს გადმორიცხული თანხის მოცულობას.
ეროვნული ბანკის სტატისტიკით, დაახლოებით 10 %-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობა საბერძნეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან, მაშინ როცა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 6 %-ით შემცირდა. კლების მიუხედავად საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია.
გასული წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების მოცულობამ რუსეთიდან 428.9 მილიონი დოლარი შეადგინა. 239.1 მილიონი დოლარით მეორე ადგილზე იტალიაა. 192.5 მილიონი დოლარით მესამე საბერძნეთია. ხუთეულშია აშშ (178,4 მილიონი დოლარი) და ისრაელიც (162,5 მილიონი დოლარი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები