დიმიტრი მედვედევი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნება
რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი, ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნება.
მედვედევს შესაბამისი წინადადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიმართა.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.
აღნიშნული განცხადება მედვედევმა, პუტინის მიერ ფედერალური საკრებულოსადმი მიმართვის შემდეგ გააკეთა, რომლის დროს პუტინმა კონსტიტუციაში რიგი ცვლილება დააანონსა.