მთავრობამ შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მოძიებისთვის ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში ნავთობისა და გაზის საძიებო ტენდერი გამოაცხადა.
საძიებო სამუშაოები შავი ზღვის შელფური ზონის ორ მონაკვეთზე – II და III სალიცენზიო ბლოკზე იგეგმება. მეორე სალიცენზიო ბლოკის ფართობი 5,282 კვადრატული კილომეტრი, ხოლო მესამე სალიცენზიო ბლოკის ფართობი 3,468 კვადრატული კილომეტრია.
ტენდერში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადად 20 აპრილი დასახელდა. განაცხადები იმავე დღეს 20 აპრილს, 18:00 საათზე გაიხსნება.