საქსტატი: დეკემბერში საარსებო მინიმუმმა 194.8 ლარი შეადგინა

2019 წლის დეკემბერში საარსებო მინიმუმი 0.8 ლარით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 194.8 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ნოემბერში ეს მაჩვენებელი 195.6 ლარი იყო.
გასული წლის ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 0.8 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 172.5 ლარი შეადგინა, 1.3 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი და 326.8 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის დეკემბრის მონაცემთან შედარებით, 33.2 ლარით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები