რომან გოცირიძე: თუ იქნება კავშირები რუსეთის ქალაქებთან და ამ შემთხვევაში, ეს ტურიზმს მოემსახურება, არავითარი პრობლემა არ არის

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისები უნდა დაინიშნოს.

გოცირიძის შეფასებით, თუ იქნება კავშირები რუსეთის ქალაქებთან და ამ შემთხვევაში, ეს ტურიზმს მოემსახურება, არავითარი პრობლემა არ არის.

“თუ ვიღაცას ფულის გაკეთება უნდა და ისარგებლებს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მაგრამ, ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება რატომ უნდა გამოდიოდეს ამ ინიციატივით? ზოგადად, თუ იქნება კავშირები რუსეთის ქალაქებთან და ამ შემთხვევაში, ეს ტურიზმს მოემსახურება, არავითარი პრობლემა არ არის. რა განსხვავებაა, ვლადიკავკაზიდან იფრენს, როსტოვიდან თუ სოჩიდან?!“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისების დანიშვნის ინიციატივით გამოდის. როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის მრეწველობისა და ტრანსპორტის მინისტრმა, ჰაიდარ-ბეკ ბუტოვმა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები