„სააკაშვილმა დადო მასტერკლასი, თუ როგორ შეიძლება თემებით მანიპულირება“ – POSTV – ანალიტიკა
„მონუმენტური და ეპიკური გამოსვლა“ – ასე აფასებენ მთავარი არხის ეთერში მიხეილ სააკაშვილის ჩართვას POSTV-ის ანალიტიკოსები ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სააკაშვილმა დადო მასტერკლასი, თუ როგორ შეიძლება თემებით მანიპულირება.
გადაცემის ავტორები ყურადრებას ამახვილებენ სააკაშვილის განცხადებებზე, სადაც იგი ამბობს, რომ მისი მმართველობის პერიოდში მედია ბევრად უფრო დამოუკიდებელი იყო, პოლიტიკოსები ციხეში არ ისხდნენ, ირანიდან ხალხის მასობრივი შემოსვლა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, ივანიშვილი კი უნდა მოეშთო იმისთვის, რომ კიდევ 5 წელი დარჩენილიყო ხელისუფლებაში და ა.შ.
ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი სააკაშვილის დროინდელ მედიასაშუალებებს იხსენებენ, სადაც ოპოზიციური არხები საერთოდ გამქრალი იყო, თუ არ ჩავთვლით საჩვენებლად დატოვებულ ტვ „კავკასიას“, სამ არხზე კი იდენტური საინფორმაციო გამოშვებები გადიოდა.
რაც შეეხება ახლა არსებულ ოპოზიციურ მედიას, მათი აზრით, ისინი ერთ პოლიტიკურ დისკურსს ემსახურებიან.
„რაც არ უნდა იძახონ, რომ ნაცები არ არიან, „ტვ კავკასია“ და „ფორმულა“ ერთ პოლიტიკურ დისკურსს ემსახურებიან, საერთო მესიჯბოქსია და ყველა გზა მიდის მთავარ არხამდე“ – აცხადებენ გადაცემის წამყვანები, რომელთა აზრით, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების ალბათობა იქნება, მანამდე ყოველთვის აუცილებელი იქნება 9 წელზე და მათი მმართველობის პერიოდზე საუბარი.